მაღალმთიან აჭარაში 80 მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 თებ 2024

მაღალმთიან აჭარაში 80 მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გაიწმინდა სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზე დამეწყრილი მონაკვეთიც.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქმედებს საგანგებო შტაბი.

უწყების ცნობით, დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ყველა დამეწყრილი მიმართულება, ეტაპობრივად, გაიწმინდება.