სანდრო ბაზაძე თბილისის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

10 თებ 2024

თბილისში გამართულ მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო თასს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილადი დაეუფლა, რომელმაც ფინალში ირანელი ალი პაკდმანი 15:7 დაამარცხა.

ბაზაძის გარდა ბრინჯაოს მედალი იტალიელ ლუიჯი სამელესაც ერგო. 

ხვალ თბილისი უკვე მსოფლიო თასის 
გუნდურ შეჯიბრებას უმასპინძლებს.