რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

10 თებ 2024

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიდევ, ერთი პირი დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

რუსთავში, გუშინ, ოთხი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, მალევე, დააკავა.