ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

10 თებ 2024

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატარინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პედაგოგს ვაჟა აზარაშვილს საზოგადოება, დღეს, ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება.