ქობულეთში კაცი შშმ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს

09 თებ 2024

ქობულეთში 80 წლამდე კაცმა შშმ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.