მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება

09 თებ 2024

ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში გრძელდება.  

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. ხულოს მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გზების დეპარტამენტის, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სწავლობენ.