სოფელ ნერგეეთში ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა, ყველა გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - თემურ მღებრიშვილი

08 თებ 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბაღდადში, სოფელ ნერგეეთში ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა. 

მისივე განმარტებით, ყველა გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია,  არიან არასრულწლოვნებიც.

"ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ცხრავე გარდაცვლილი ცხედარი ამოსვენებული. ფაქტობრივად დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი ამ დროისთვის. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი, ამოცნობილია. სამწუხაროდ, არიან არასრულწლოვნებიც," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მღებრიშვილის განცხადებით, გზის საბოლოო გაწმენდას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა შეფერხებით გადაადგილება შესაძლებელია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი დღეს იპოვეს.