პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

08 თებ 2024

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი მინისტრია - თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. 

მთავ­რო­ბა შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით დამ­ტკიც­და:

  • პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე;
  • ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი;
  • იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი – რატი ბრე­გა­ძე;
  • თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი – ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი;
  • სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი – ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი;
  • გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი – გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი;
  • გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი – ოთარ შა­მუ­გია;
  • ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი – ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი;
  • კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრი – თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი;
  • ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი – ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი;
  • რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი – ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე;
  • ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი – ლაშა ხუ­ციშ­ვი­ლი;
  • შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი – თეა ახვლე­დი­ა­ნი.

ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.