სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს

07 თებ 2024

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს.​ სავარაუდოდ არასრულწლოვანი დების.

მეწყერიდან ცხედრების ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი და ერთს ამ დრომდე ეძებენ.