ბაღდათში სტიქიის ზონაში მეექვსე ცხედარი იპოვეს

07 თებ 2024

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.​ მეწყერიდან მეექვსე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გრძელდება სამი პირის სამძებრო სამუშაოები.