ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვის გამო ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

07 თებ 2024

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი ავიაკატასტროფის  შედეგად დაიღუპა. 74  წლის პინერა და კიდევ სამი მგზავრი სამხრეთ ჩილეში ლაგო რანკოს ტბაში ჩავარდნენ. მგზავრები გადარჩნენ.

გავრცელდა ინფორმაცია რომ ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენს თავად მართავდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა არ დაადასტურა ეს და არც ვერტმფრენის დანიშნულების ადგილი დაასახელეს. პინერა ხშირად პილოტირებდა საკუთარ ვერტმფრენს.

ჩილეს პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სებასტიან პინერა ჩილეს 2010-დან 2022 წლამდე ორი ვადით ხელმძღვანელობდა.