ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 27 400-ს გადააჭარბა

07 თებ 2024

ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 27 400-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 113 პალესტინელი ემსხვერპლა. დაჭრილია ასობით ადამიანი.

7 ოქტომბრის შემდეგ დაშავებულთა საერთო რიცხვი კი 67 ათასს აღწევს.