ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

06 თებ 2024

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

ბორელის  ვიზიტი მიზნად ისახავს  უსაფრთხოების აქტუალური საკითხებისა და უკრაინასთან თანამშრომლობის კონტექსტში ევროკავშირის ვალდებულებების განხილვას.