უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 126 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

06 თებ 2024

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 126 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 7 სარაკეტო და 35 საჰაერო დარტყმა, 90 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბის ინფორმაციით, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვიც. თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა სამსართულიანი სასტუმროს შენობა.

როგორც ცნობილია, სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ერთი ნანგრევებშია მოყოლილი.