ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაიწყო ვიზიტი

05 თებ 2024

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. რეგიონში  მისი ვიზიტის  მთავარი პრიორიტეტი -  ღაზაში ჰუმანიტარული საკითხები იქნება - ნათქვამია  თეთრი სახლის განცხადებაში. 

ბლინკენი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელს, ეგვიპტეს, ყატარს, საუდის არაბეთსა და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა.