რა კითხვები აქვს ოპოზიციას ირაკლი კობახიძესთან

03 თებ 2024

ეკონომიკის მეტად სტიმულირება, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიის გაძლიერება და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა - 71 გვერდიან სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტები უცვლელი რჩება.

„ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - პროგრამა, რომელიც ირაკლი კობახიძის სამუშაო სახელმძღვანელო იქნება, ერთ წელზეა გათვლილი. 

უკვე ცნობილია, რომ ახალ პრემიერს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ოპოზიცია ხმას არ მისცემს, სამთავრობო პროგრამა კი მათთვის ფასადურია.