მამაკაცი, რომელმაც სტამბულის ერთ-ერთ ქარხანაში 7 მძევალი აიყვანა, დაკავებულია

02 თებ 2024

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე "Proctor & Gamble"-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია.

შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად, ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად, გუშინ აიყვანა.