ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა

02 თებ 2024

ფლორიდაში, სატვირთო მანქანების ავტოპარკში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, თვითმფრინავი ერთ-ერთ ტრაილერს დაეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.