ქობულეთში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად შუა ხნის ქალი დაშავდა

29 იან 2024

ქობულეთში, შუახნის ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.