51 წლის კაცმა არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა

27 იან 2024

სამართალდამცავებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სავარაუდო მოძალადე, 51 წლის კაცია, რომელიც 16 წლის მოზარდზე სისტემატურად ძალადობდა.

შემთხვევა ხაშურში მოხდა. გამოძიება 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.