თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

25 იან 2024

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.