ჰეილის საარჩევნო შეხვედრა პროპალესტინელმა აქტივისტმა ჩაშალა

25 იან 2024

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის ნიკი ჰეილის გამოსვლა პროპალესტინელმა აქტივისტმა ჩაშალა, რომელმაც აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერა გააპროტესტა. იგი დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან მაშინვე გაიყვანეს. 

ჰეილიმ პირობა დადო, რომ განაგრძობს ბრძოლას რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.