ზელენსკი ავიაკატასტროფის გარემოებების დადგენას მოითხოვს

25 იან 2024

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სასაზღვრო რეგიონში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების გარკვევა მოითხოვა და  მოსკოვი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიცოცხლით თამაშში დაადანაშაულა.

რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინას ილ-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ თვითმფრინავით უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. ბორტზე მყოფი 74-ვე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი უცნობია.