დღეს თასის მერვედფინალში ''ბათუმი'' ვიქტორ სანიკიძის აკადემიას უმასპინძლებს

25 იან 2024

დღეს საქართველოს საკალათბურთო თასის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ''ბათუმი'' საკუთარ კედლებში ვიქტორ სანიკიძის აკადემიას დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი თბილისში სანიკიძის აკადემიის გამარჯვებით 84:81 დასრულდა. მეოთხედფინალში გასასვლელად კი დღეს ბათუმელებმა მინიმუმ 4 ქულის სხვაობით უნდა მოიგონ.

მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება.