ინდოეთში ძლიერმა ნისლმა სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა

24 იან 2024

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონები  ნისლმა მოიცვა. სტიქიამ ადამიანთა  ყოველდღიურ ცხოვრებაში  ქაოსი შეიტანა. 

გზებზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, ხოლო მგზავრები იძულებული არიან გეგემები შეცვალონ. 

დედაქალაქ ნიუ დელიში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.