ჩინეთში მეწყერში მოყოლილებს ეძებენ

24 იან 2024

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. 900-ზე მეტი ადგილობრივი მკვიდრი სტიქიის რაიონიდან თავშესაფარში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ათასზე მეტი მაშველია  მობილიზებული. 

ისინი აგრძელებენ ათობით უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნას ნულოვანი ტემპერატურისა და  და თოვლის პირობებში.