ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში მიწისძვრას ათასზე მეტი ავთერშოკი მოჰყვა

24 იან 2024

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში  7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.  ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.

ისინი დროებით სკოლის სასპორტო დარბაზში გადაიყვანეს.  ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. 

დღეს დილისთვის  სტიქიის ზონაში ათას 104 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, ყველაზე მძლავრი  5,7 მაგნიტუდის იყო, რომელიც  წინა ეპიცენტრიდან 2,2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.