ომი უკრაინაში

23 იან 2024

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

ამასთან, დაბომბვის შედეგად პავლოგრადში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა ხარკოვში ორ მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-მდე ადამიანი.