თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს ოპერირებას

22 იან 2024

საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 20 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია