რუსეთმა ერთ დღეში 9 რეგიონს დაარტყა - ზელენსკი

22 იან 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა მათ, ვინც მისი თქმით, რუსულმა ბომბებმა იმსხვერპლა. "განსაკუთრებით მასშტაბური და მძიმე იერიშები რუს ოკუპანტებს დონეცკის რეგიონზე მიაქვთ. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არის მსხვერპლი", - განაცხადა ზელენსკიმ . ასევე აღნიშნა , რომ ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა ავდიივკას მახლობლად და ბახმუტში, მარინკასა და კუპიანსკში.