20 იან 2024
ხულოს საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 22 იანვარს განახლდება. ხულოს მერიაში განმარტეს, რომ სკოლამდელი დაწესებულებები მეცადინეობის განახლებისთვის მზადყოფნაშია და ყინვის გამო პროცესი აღარ შეწყდება.
სააღმზრდელო პროცესი შუახევშიც ორშაბათიდან განახლდება.