დღეს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში 75 ადამიანი გაქრისტიანდა

19 იან 2024

დღეს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში 75 ადამიანი გაქრისტიანდა. საყოველთაო ნათლობა ყოველწლიურად ტარდება და ნათლისღების ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა.

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა - ლოცვა ჩატარდა. ასევე შესრულდა დიდი აიაზმა, ე.წ. წყალკურთხევის წესი. ამ დღეს მორწმუნეებს  ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და ის მთელი წლის განმავლობაში ინახება.  

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.  სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და  ნათლობა დაწესდა.

ბათუმში, დღესასწაულს ტრადიციულად ზღვაში განბანვის რიტუალით შეხვდნენ.