16 იან 2024
დავოსში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება განიხილა, ასევე მზადება ვაშინგტონში ნატოს სამიტისთვის და პარტნიორებთან მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე.