ხვალ ერთი დღით ამინდი შეიცვლება და იწვიმებს

16 იან 2024

ხვალ, 17 იანვარს ამინდი ერთი დღით შეიცვლება. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განცხადებით, ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს. 

მისივე განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთისგან განსხვავებით შედარებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

18 იანვარს კი ყველგან გამოიდარებს და დათბება.