საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

15 იან 2024

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე საქართველომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 22:19 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრებში  ყველაზე შედეგიანი 7 გოლით ცხოვრებაძე გამოირჩა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი მეკარე ზურაბ ცინცაძე დასახელდა, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია და ორჯერ საგოლე პასიც გააკეთა.

ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ევროპის ჩემპიონატზე  E ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა ხელბურთელებმა ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წააგეს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხეს (22:19).