მექსიკაში ასობით მიგრანტი ერთ-ერთ საწყობში იპოვეს

15 იან 2024

726 არალეგალი მიგრანტი იპოვეს  მექსიკის ტლასკალის შტატში მდებარე ერთ-ერთ საწყობში. ინფორმაციას მექსიკის   მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

მიგრანტები მექსიკაში გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ელ სალვადორიდან, ეკვადორიდან და ნიკარაგუიდან ჩავიდნენ. მიგრანტებს შორის 75 არასრულწლოვანი იყო - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.

პოლიციის ოპერაციის დროს ადგილზე ოთხი ადამიანი  დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ადამიანით ვაჭრობაში.