დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა

15 იან 2024

ორკვირიანი საახალწლო არდადეგების შემდეგ სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი დღეს განახლდა. რესურსცენტრების ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე განახლებისთვის მზად არის.

მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც ელით, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სეზონური ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად არდადეგების გაგრძელების საკითხი არ განხილულა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსი ცირკურკულირებს, რომელიც B ტიპის ვირუსებთან შედარებით მძიმედ მიმდინარეა, თუმცა ამ ეტაპზე რთული ეპიდ ვითარება არ არის. მედიკოსების რეკომენდაცია კვლავ ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.