„ალტ-ინფოს“ ორგანიზებულ აქციაზე „ხატის შეურაცხყოფაში“ დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს

13 იან 2024

აქცია პარლამენტთან. პრორუსული, და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობისა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წევრები აცხადებდნენ, რომ მატრონა მოსკოველის „ხატის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ“. ისინი დამნაშავეთა სათანადო მუხლით დასჯას მოითხოვდნენ.

„ჩვენი სიწმინდე წაბილწეს“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და გულისხმობდნენ სამების საკათედრო ტაძარში დაკიდებული მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის ფაქტს, იმ მიზეზით, რომ ამავე ხატზე საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული.