საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მერვედფინალურ ეტაპზე დღეს რუმინეთს შეხვდება

11 იან 2024

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს,  მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს ეთამაშება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ტარდება.  2014 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ.

რუმინელებმა ოთხჯერ გაიმარჯვეს, ერთი მატჩი საქართველომ მოიგო, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.