ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა - ხარკოვის საოლქო პროკურატურა

11 იან 2024

ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.

ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 13 ადამიანი.

"დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, ორივე თურქული მედიის ჟურნალისტები არიან“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სარაკეტო დარტყმა სასტუმროს კომპლექსზე განხორციელდა, სადაც 30 ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე იერიში S300-ის რაკეტებით მიიტანეს. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, სასტუმროში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.