პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება - გახარიას გუნდის ინიციატივა

08 იან 2024

წლის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ოპოზიციას ეკუთვნის. გიორგი გახარიას პარტია ითხოვს ძველი წესი დაბრუნდეს, ანუ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი ისევ ხალხმა აირჩიოს და არა ხმოსნებმა. რადგან ამ გზით არჩეული მთავარსარდალი, როგორც ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის გარანტი იქნება. მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საგაზაფხულო სესიიდანვე დაიწყონ.