შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

08 იან 2024

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას ივნისში აპირებს და თუ მას ამ პოსტზე აირჩევენ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პოსტს დატოვებს ივლისის შუა რიცხვებში, ამის შესახებ თავად მიშელმა განაცხადა. 48 წლის მიშელი ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია და 2019 წლის ბოლოდან ევროკავშირის საბჭოს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მთავრობის ლიდერების ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი არჩევნებში კენჭს იყრის მისი ბელგიური მემარჯვენე ცენტრისტული პარტიიდან რეფორმატორების მოძრაობა.