რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

05 იან 2024

სოფელ რუისთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.