გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

05 იან 2024

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, რადარებს, სატვირთო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს.

გერმანიამ უკრაინას მიაწოდა Skynex-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა საბრძოლო მასალებთან ერთად, რაკეტები IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, Leopard 2 A6-ის ტანკების საბრძოლო მასალა და 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის თითქმის 10 000 ჭურვი.