ეუთო უკრაინაზე თავდასხმებს გმობს

03 იან 2024

ეუთო უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს გმობს და ძალადობისა და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ახალი წელი ისევე დამთრგუნველად დაიწყო, როგორც გასული წელი დასრულდა. - ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო და ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ იან ბორგისა და ეუთო-ს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ეუთო-ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ამ საშინელ კონფლიქტში მუდმივად იხდიან ფასს და რომ ისინი არასოდეს უნდა გახდნენ დრონებით და რაკეტებით თავდასხმების მსხვერპლი.