საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

30 დეკ 2023

ხვალ, 31 დეკემბრის ღამეს ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება, დღესასწაული გალაკონცერტით დასრულდება. მოეწყობა ჯამბაზების წარმოდგენა, საზოგადოების წინაშე წარსდგებიან ცნობილი მუსიკოს შემსრულებლები. „ახალი წელი შენს ეზოში“ - პროექტის ფარგლებში, 17:30 წუთიდან საახალწლოდ მორთული ავტომობილი, ანიმატორებსა და სანტა კლაუსთან ერთად, შაფათავასა და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან იმოძრავებს ცენტრალური ქუჩებისკენ. ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმოძრავებს და 18:00 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე, 19:00-დან 00:00 საათამდე გაიმართება და 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.