ახალი წლის ღამეს ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ - ბათუმის მერია

29 დეკ 2023

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ავტობუსები 18:00 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და 02:00 საათამდე იმუშავებს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ასევე აღნიშნავენ, რომ 1-2 იანვარს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.