აჭარის მთავრობის სხდომა

27 დეკ 2023

2023 წელი შეაჯამეს აჭარის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პირველად ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდიან ნიშნულს და რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა შეადგინა 726 მლნ ლარი, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს. მისი თქმით, 10 მისამართზე მიმდინარეობს ახალი უსაფრთხო საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და 400-ზე მეტი ოჯახი მიიღებს თანამედროვე საცხოვრებელ ბინებს. 2023 წლის ბოლო აჭარის მთავრობის სხდომის დეტალები ჯენი კვანტალიანის რეპორტაჟში