„კონკიას თავგადასავალი“ - სპექტაკლი ხელვაჩაურში

26 დეკ 2023

საშობაო ზღაპრის პრემიერა გაიმართა ხელვაჩაურში. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დასმა მაყურებელს “კონკიას თავგადასავალი“ შესთავაზა. სპექტაკლი კულტურის ცენტრში გაიმართა. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში კიდევ რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი.