რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა

25 დეკ 2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მედიასა და საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაგზავნილია. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გეგმა არის გამოხმაურება იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველომ ცოტა ხნის წინ ევროკომისიისგან მიიღო.